მთავარიბლოგი"ციფრული მარკეტინგი არის სფერო, რომელიც მუდმივად სიახლეებს გაწვდის და ახალ-ახალ გამოწვევებს გთავაზობს" - თეო მაისურაძის წარმატების ისტორია

"ციფრული მარკეტინგი არის სფერო, რომელიც მუდმივად სიახლეებს გაწვდის და ახალ-ახალ გამოწვევებს გთავაზობს" - თეო მაისურაძის წარმატების ისტორია

თეო მაისურაძემ სმარტ აკადემიაში ციფრული მარკეტინგის კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

"ჩემი მიზანი იყო ამეთვისებინა ციფრული რეკლამის ის ინსტრუმენტები, რომელსაც დღეს საქართველოში იყენებენ." 

კურსის განმავლობაში

კურსის განმავლობაში განვივითარე უნარები ფეისბუქ რეკლამის მართვის და რეპორტინგის მიმართულებით. ასევე, ავითვისე Google Ads. გავიგე სხვადასხვა პლატფორმის შესახებ, რომელიც ჩემი საქმიანობის უკეთ დაგეგმვაში დამეხმარება. კურსის მიმდინარეობისას, უფრო ფართო ჭრილში დავინახე რეკლამირების სფერო. 

ლექტორის შესახებ

მსგავსი კურსის გავლისას, მნიშვნელოვანია ლექტორს ჰქონდეს საკმარისი პრაქტიკული გამოცდილება, რათა მსმენელთათვის მრავალფეროვანი ქეისების შეთავაზება შეძლოს. მარიამ ხაზალაშვილს ეს გამოცდილება ნამდვილად ჰქონდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია, მისი მუდმივი მზაობა, დაგეხმაროს ლექციის მიღმა, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. თანაც, ის ამ ყველაფერს ისე აკეთებს, რომ აღნიშნული ქმედების განმეორება შემდეგშიც არ მოგერიდება.

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის გავლის შემდეგ, მიღებული გამოცდილების ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენებას ვცდილობ. სმარტ აკადემიამ სტაჟირების დაწყების საშუალება მომცა, რაც დამატებითი შესაძლებლობაა პრაქტიკაში გამოვიყენო თეორიული ცოდნა, განვვითარდე და შევძლო უფრო მეტის კეთება ციფრული მარკეტინგის სფეროში. 

პროფესია - ციფრული მარკეტერი

სიახლეების მოყვარული ვარ და ვერ წარმომიდგენია, ვაკეთო რუტინული საქმე. ციფრული მარკეტინგი არის სფერო, რომელიც მუდმივად სიახლეებს გაწვდის და ახალ-ახალ გამოწვევებს გთავაზობს

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიამ შესაძლებლობა მომცა მყოლოდა კვალიფიციური და პოზიტიური ლექტორი მარიამის სახით. რა თქმა უნდა, ადამიანების Bright Mind გუნდი, სმარტ აკადემიის სახით, რომელთა არსებობა, ერთგვარი დასაყრდენია ჩემთვის, პროფესიულ საქმიანობაში. 

გაიგე მეტი ციფრული მარკეტინგის კურსის შესახებ.

სხვა სტატიები >>